გამყრელიძე ვაქცინაციაზე: გასაკვირია ჩემი კოლეგების ასეთი დაბალი აქტიურობა

„დაახლოებით ასეა, ახალი ვაქცინის დანერგვის პროცესი როცა იწყება, უფრო მეტია სკეპტიციზმი ყოველგვარი სიახლის მიმართ. თუმცა, მაინც გასაკვირია ჩემი კოლეგების ასეთი დაბალი აქტიურობა“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცნტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ფორმულასთან ინტერვიუში განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, პანდემიის დამარცხების გზა მხოლოდ მოსახლეობის მასობრივ ვაქცინაციაზე გადის.

„ჩვენ, მედიცინის მუშაკები, ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები უნდა ვიყოთ მეტი მაგალითის მიმცემი.
მე მაინც იმედი მაქვს, რომ გაითავისებს მოსახლეობა და, პირველ რიგში, ჯანდაცვის მუშაკები, თუ რა სიკეთე მოაქვს ვაქცინაციას, რომ ამ უზარმაზარი გამოწვევის, ამ დიდი პანდემიის დამარცხების გზა მხოლოდ მოსახლეობის მასობრივ ვაქცინაციაზე გადის.სხვა, ჯერჯერობით, ამ დიდ გამოწვევას წერტილს ვერ დაუსვამს. უნდა ვეცადოთ, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი იყოს აცრილი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიბურჭულაძე: აშშ-ის თავდაცვის მდივანთან აღვნიშნე, რომ დემოკრატიის წითელ ხაზებს ჩვენი ხელისუფლება არ გადაკვეთს
შემდეგი სტატიაჯინ შაჰინი: ოპოზიციონერების ციხეში გატარებული ყოველი დღე, რუსეთის გამარჯვებაა