გამყრელიძე: უნდა გავაფართოვოთ ხელმისაწვდომობა, აცრისთვის თბილისიდან წასვლა არ სჭირდებოდეთ

“45 000 ადამიანია დამატებით ამ თვის ბოლომდე აცრებზე ჩაწერილი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. უნდა გავაფართოოთ ხელმისაწვდომობა, რომ ადამიანებს არ სჭირდებოდეთ აცრისთვის თბილისიდან წასვლა დუშეთში, თიანეთში, გურჯაანში და ა.შ. იქ უნდა აიცრას ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა.

მე ვფიქრობ, მომავალ კვირაში ჩვენ თბილისის საკითხი, წესით და რიგით, უნდა მოვაგვაროთ. მიწოდების დეფიციტი თბილისში აცრებზე აღარ უნდა გვქონდეს”, – თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთა საუბრისას.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზი ილია ჭიღლაძე: მიტროპოლიტი ანტონი რჯულის კანონის მიხედვით ამიერიდან განკვეთილია მღვდელმთავრობიდან
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – ევროპის დღეს ვულოცავ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ევროპული ღირებულებები, ყველას, ვინც საქართველოს მომავალს ევროპის სახელმწიფოთა დიდ ოჯახში ხედავს