გამყრელიძე: თვით 2008-2009 წლის ფინანსურ კრიზისს არ მიუყენებია ისეთი დარტყმა ეკონომიკაზე, როგორც ამ პანდემიამ მიაყენა

2020 წელს მსოფლიოს ეკონომიკამ პანდემიის გამო დარტყმა განიცადა. ეს იყო გლობალური ეკონომიკის ყველაზე დიდი ვარდნა, რომელიც არ ყოფილა მე-20 საუკუნის „დიდი დეპრესიის“ შემდეგ და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. თვით 2008-2009 წლის ფინანსურ კრიზისს არ მიუყენებია ისეთი დარტყმა ეკონომიკაზე, როგორც ამ პანდემიამ მიაყენა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რომ არ ყოფილიყო მკაცრი შეზღუდვები 2020 წლის გაზაფხულზე, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა შემთხვევების რაოდენობის მატებას ვერ გაუძლებდა.

„კრიტიკა არის, რატომ იყო შარშან მკაცრი შეზღუდვები – ეს რომ არ ყოფილიყო, სხვა იარაღი კოვიდთან ბრძოლის არ იყო, გარდა არაფარმაცევტული ჩარევებისა, შეზღუდვებისა. არ იყო ვაქცინა, წამლები და ცოდნა კოვიდის შესახებ ბევრი არ გვქონდა, 2020 წლის გაზაფხული მაქვს მხედველობაში. მთელი მსოფლიო ამ დაავადებას ებრძოდა სხვადასხვა ტიპის და სიმკაცრის შეზღუდვებით. გეთანხმებით, რომ 2020 წელს მსოფლიოს ეკონომიკამ ამ თვალსაზრისით დარტყმა განიცადა. ეს იყო გლობალური ეკონომიკის ყველაზე დიდი ვარდნა, რომელიც არ ყოფილა მე-20 საუკუნის „დიდი დეპრესიის“ შემდეგ და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. თვით 2008-2009 წლის ფინანსურ კრიზისს არ მიუცია ისეთი დარტყმა ეკონომიკაზე, როგორც ამ პანდემიამ მიაყენა. საქართველოც გლობალური სამყაროს ნაწილია. ჩვენ რომ მაშინ მკაცრი შემზღუდავი ღონისძიებები არ მიგვეღო და გვქონოდა 3-4-5 ათასი ყოველდღიური შემთხვევა, დამერწმუნეთ, რომ ჯანდაცვის სისტემა ამას ვერ გაუძლებდა. შემდგომ ბევრი რამ დაიხვეწა და ბევრი რამ ვისწავლეთ ამ ინფექციის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ პიკზე შემთხვევების ძალიან მაღალი რაოდენობა გვქონდა, ჩვენ ეს ეპიდემია ვმართეთ. მესმის რომ კრიტიკა არის, ზოგიერთის გათვალისწინება შეიძლება, პასუხები არის და თუ დაგაინტერესებთ, ამის ანალიზსაც სიამოვნებით ჩაგიტარებთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე: თუ ბუსტერიზაციას გავზრდით, ეს სერიოზულად შეამცირებს „ომიკრონის“ ტალღის სიმძაფრეს
შემდეგი სტატიაგამყრელიძე: იანვრის ბოლოს, თებერვლის პირველ დეკადაში პიკში შევალთ