გამყრელიძე – თუ სკოლის პერსონალის 80% აიცრება, შეიძლება დაიწყოს დასწრებული სწავლება

“უსაფრთხო სკოლებს ჩვენ ვუწოდებთ სკოლებს იმ შემთხვევაში, თუ იქ 80% მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის, ვინც სკოლაში მუშაობს და ბავშვებთან შეხება აქვს, აცრილი იქნებიან. ამიტომ, რა თქმა უნდა, იქ, სადაც 80% იქნება აცრილი, შესაძლებელია და პირიქით, უნდა წავახალისოთ, რომ იქ დაიწყოს დასწრებული სწავლება. თუ ეპიდსიტუაცია ისეთი იქნება, როგორიც დღეს არის, რა თქმა უნდა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვერ გასცემს სწავლის დაწყების რეკომენდაციას” – ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე სასწავლო პროცესთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაში“ხეზე დავაკაკუნებ, ზრდა არ არის ნახტომისებური” – გამყრელიძე
შემდეგი სტატიაგამყრელიძე – ორსულობა კოვიდის მიმართ მაღალ რისკს წარმოადგენს