გამყრელიძე: თუ ბავშვების ვაქცინაცია არ მოხდა, რთული იქნება პანდემიის დასრულება

“ფაიზერმა დაამთავრა (კვლევა) მხოლოდ იმ რვა კომპანიიდან, რომელთა ვაქცინებიც დღეს მსოფლიოში გამოიყენება და იმედი მაქვს, რომ ზაფხულში ეს გამრავლდება, ამ კომპანიების და ვაქცინების რაოდენობა. ჯერჯერობით ეს მესამე ფაზის კვლევა ბავშვებზე, ანუ 12 წლის ზემოთ, აქვს მხოლოდ ფაიზერს ჩატარებული. შეაჩერა ეს ასტრაზენეკამ, დაწყებული ჰქონდა კვლევები და ასევე კიდევ რამდენიმე კომპანიამ. რამდენადაც მე ვიცი, შეიძლება არის კიდევ უახლესი ინფორმაცია, რომელიც ჯერ არ მაქვს მე, ამერიკის წამლის სააგენტოს, ჯერჯერობით, არ ჰქონდა მიცემული დასტური ბავშვებში გამოყენებაზე. კანადას, რასაც მეუბნებით, შეიძლება მესამე ფაზის კვლევაა და არაა უკვე დანერგვა ვაქცინის. თუმცა, გიდასტურებთ იმას, რომ თუ ბავშვების ვაქცინაცია არ მოხდა, ისე, რა თქმა უნდა, რთული იქნება პანდემიის დასრულება. რადგან, კარგია ის, რომ ეს ვირუსი ნაკლებად ერჩოდა ბავშვებს, იცით, რომ შედარებით ადვილად იტანენ ამ ინფექციას ბავშვები, მაგრამ ისინი არიან აქტიური გამავრცელებლები”, – ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე “TV პირველის” ეთერში.

banner
წინა სტატიაში“ჰუავეიზე გადავედი” – ჯაფარიძე Sinopharm-ის ვაქცინით აიცრა
შემდეგი სტატიამელაშვილი: “მეძახდნენ – მოღალატე, მიწების გადამცემო, მაგინებდნენ”