გამყრელიძე: შესაძლებელია, წელს გრიპის აცრებზე მოთხოვნა იყოს მეტი, ვიდრე ოდესმე ყოფილა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, წელს სახელმწიფომ რისკ-ჯგუფებისთვის გრიპის 135 000 დოზა ოთხკომპონენტიანი ვაქცინა იყიდა. მანვე აღნიშნა, რომ მუშაობენ სხვადასხვა მწარმოებელთან, რათა მარაგი კიდევ უფრო გაზარდონ. გამყრელიძის თქმით, კერძო სექტორს ცალკე შემოაქვს ვაქცინა.

“შესაძლებელია, წელს გრიპის აცრებზე მოთხოვნა იყოს მეტი, ვიდრე ოდესმე ყოფილა. შარშან გვქონდა 100 000 დოზა, ცოტა დაგვრჩა, რადგან რისკ ჯგუფებიდან ყველა არ მოვიდა. წელს გვაქვს 135 000 დოზა და ახლა ვცდილობთ, რომ სულ მცირე, ეს გავაორმაგოთ” – თქვა გამყრელიძემ და განმარტა, რომ რისკ ჯგუფების ჩამონათვალს იმუნიზაციის საბჭო განსაზღვრავს.

“შემოდგომის სეზონი შესაძლოა უფრო საფრთხილო იყოს, რაგან რესპირაციული ინფექციები აქტიურდებიან. ამიტომ, ყველა რეკომენდაცია დაცული უნდა იყოს, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია დიდი თავშეყრებისგან თავის აცილება” – ამბობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი.

banner
წინა სტატიაშითურნავა ევროპულ საქართველოზე: თითქოს არაფერი მითქვამს ისეთი, რომ გაქცეულიყვნენ
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე – კრიტიკული 13 პაციენტიდან 5 ინტუბირებულია, მათგან 4 კი აფხაზეთიდან გადმოყვანილი პაციენტია