გამყრელიძე სასწრაფოს დაგვიანებებზე: ძალიან კარგად მესმის, რადგან სისტემა გადატვირთულია

“რაც შეეხება დაგვიანებებს, მესმის ძალიან კარგად, იმიტომ, რომ სისტემა გადატვირთულია” – ასე პასუხობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე კითხვას, რომელიც Covid-ინფიცირებულ პაციენტებთან სასწრაფო დახმარების ბრიგადების დაგვიანებას ეხებოდა.

“ჩვენ 300 ახალი შემთხვევიდან უცბად ავედით 500-ზე, 800-ზე, 1100-ზე,. ეს არ არის ეს მარტივი ადაპტაცია, მაგრამ როგორც წესი, 3-4-5-6 დღის განმავლობაში ეს დგება ჩარჩოებში და დარწმუნებული ვარ, ჩადგება ჩარჩოებში” – ამბობს გამყრელიძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმითვე, 19 ოქტომბრის დილის მდგომარეობით, Covid-ცენტრებში 900 თავისუფალი საწოლი იყო.

banner
წინა სტატიაში“რამდენიმე კომპანიამ სცადა, თითქოს პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობდნენ, გარკვეული შეფერილობებით, გაეგრძელებინა მუშაობა, მათ უმკაცრესი პასუხი მოეთხოვებათ”
შემდეგი სტატია“გამორიცხულია მიხეილ სააკაშვილის გაპრემიერ-მინისტრება”