გამყრელიძე: საქართველო ჩინურ ვაქცინას კვირის ბოლოს მიიღებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, საქართველო ჩინურ ვაქცინას კვირის ბოლოს მიიღებს. მისივე თქმით, საქართველოში „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ვაქცინა შემოვა.

გამყრელიძის განმარტებით, აღნიშნული ვაქცინები აღიარებულია რამდენიმე ქვეყნის მარეგულირებლის მიერ, მათ შორის იმის მიერ, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მკაცრ მარეგულირებლად განიხილავს.

„რაც შეეხება ჩინურ ვაქცინას, დაგიანონსებთ, რომ შაბათს უნდა შემოვიდეს, ამ კვირის ბოლოს საქართველოში, ასე არის წინასწარი ინფორმაცია. ჩინეთს დღეს წარმოებაში აქვს ხუთი ვაქცინა, აქედან ორი არის უკვე საერთაშორისო გამოყენებაში, გარდა ჩინეთისა, მას იყენებენ სხვა ქვეყნები ძალიან ფართო მასშტაბით. ჩვენთან შემოდის „სინოფარმი“, რომელიც იყიდა ქვეყანამ და „სინოვაკი“, რომელიც საჩუქრად ეძლევა საქართველოს 100-100 ათასი დოზა. ეს არის ორი ჩინური ვაქცინა, რომელიც გარდა ჩინეთისა, სადაც აცრილია დაახლოებით 80 მილიონ ადამიანზე მეტი, ფართედ გამოიყენება რიგ ქვეყნებში, როგორიცაა არაბეთის გაერთიანებული ემირატები, თურქეთში, აერბაიჯანში, უნგრეთში, სერბეთში, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში, ბრაზილიასა თუ ჩილეში და ა.შ. ის აღიარებულია რამდენიმე ქვეყნის მარეგულირებლის მიერ, მათ შორის რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განიხილავს მკაცრ მარეგულირებლად, ასეთია უნგრეთის, როგორც ევროკავშირის ერთ ერთი წევრის მარეგულირებელი. ამ ორ ვაქცინაზე განაცხადი გაკეთებული აქვს ჩინეთს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციაზე, როგორც ჩვენ გვაქვს წინასწარი ინფორმაცია, ადრეულ აპრილში უნდა მიეცეს მას ავტორიზაცია. აქედან გამომდინარე იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებებიც საქრთველოში. როგორც გითხარით, დიახ, შემოდის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ჩვენ AstraZeneca მივიღეთ covax-პლატფორმისგან, სადაც ვაქცინების ღირებულება სხვა არის ჩვეულებრივ საბაზრო ღირებულებისგან. ერთი დოზა ვიყიდეთ 4-5 დოლარის ფარგლებში. Pfizer-იც covax-პლატფორმისგან შემოვიდა და ღირდა თუ არ ვცდები 11-12 დოლარის ფარგლებში, შეიძლება შევცდე. ჩინური ვაქცინა Sinopharm უფრო ძვირია 19-20 დოლარი გამოდის, მაგრამ ამავე დროს დონაციაა სხვა ჩინური ვაქცინის, რომელიც უფასოდ ეძლევა ქვეყანას. ასევე თუ იქნა მეორე და მესამე მოწოდება, იქ გათვალისწინებული იქნება ფასები”, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე: რაც შეეხება ჩემს ე.წ. პრორუსულობას, მდინარაძემ ჰკითხოს კობახიძეს, რატომ იდგა მამამისი, დედამისი და თავად ჩემ გვერდით, მაშინ, როდესაც მე „პაკლონნაია გარაზე“ ვიყავი, რატომ?
შემდეგი სტატიაკომენდანტის საათის გადაწევას რეკომენდაციას ვერ გავუწევთ – გამყრელიძე