გამყრელიძე – სამწუხაროდ, „ასტრაზენეკას“ მოწოდებასთან დაკავშირებით სერიოზული შეფერხებაა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ასტრაზენეკას“ დოზების მოწოდებასთან დაკავშირებით შეფერხება ბევრ ფაქტორთან არის დაკავშირებული.

მისივე თქმით, გარკვეული ლოჯისტიკური ნაკლოვანებები იყო, რის გამოც პასუხისმგებლობას იზიარებს დაავადებათა კონტროლის ცენტრიც.

ამასთან, გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბევრი კვლევით, მათ შორის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო რეკომენდაციით, უკეთესი იქნება, თუ როდესაც „ატსტრაზენეკას“ ვაქცინა რვიდან 12 კვირის შუალედში ჩატარდება.

„მინდა, განმარტება გავაკეთო იმ ფაქტთან დაკავშირებით, რაც ორი დღეა, ქვეყანაში ხდება. საკითხი შეეხება „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დეფიციტურ ხარჯვას, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს. მოგეხსენებათ, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ქვეყანაში შემოვიდა ორჯერ, 43 000-43 000 დოზა, ცოტა მეტი, ხოლო მესამე შემოსვლა უნდა ყოფილიყო მაისის შუა რიცხვებში. შემდეგ მოწოდების ვადა გადავიდა ივნისზე, ჯერ ივნისის გარკვეულ დასაწყისში, შემდეგ კი დადასტურება იყო, რომ მოგვეწოდებოდა 22 ივნისისთვის. სამწუხაროდ, მოწოდების სერიოზული შეფერხებაა, რომელიც ბევრ ფაქტორთან არის დაკავშირებული, რასაც არ ჩავუღრმავდები. ფაქტია, მოწოდება ვერ მოხდა, რის გამოც ჩვენ შეგვექმნა 4 000-დან 5 000-მდე ვაქცინის დეფიციტი „ასტრაზენეკაზე“. ეს ვაქცინა კეთდება ოთხიდან 12 კვირის შუალედში, ანუ რევაქციანაცია შესაძლებელია, ჩატარდეს ოთხიდან თორმეტ კვირამდე. მაგრამ ბევრი კვლევით, მათ შორის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო რეკომენდაციით, უკეთესია, როდესაც „ატსტრაზენეკას“ ვაქცინა რვიდან 12 კვირის შუალედში ჩატარდება. დოზებზე, რომლისთვისაც გახსნილი იყო ჯავშნები 30 ივნისამდე, ჩაწერილი იყო დაახლოებით 5 000-მდე ადამიანი, მათ შორის პირველ დოზაზე დაახლოებით 1 250, დანარჩენი მეორე – დოზაზე. არ დაგიმალავთ, იყო გარკვეული ლოჯისტიკური ნაკლოვანებები, პასუხისმგებლობას იზიარებს დაავადებათა კონტროლის ცენტრიც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანების ჯანმრთელობას მიდგეს ზიანი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა “გირჩის“ პოლიტიკურ ჯგუფად რეგისტრაციის გადაწყვეტილება მიიღო
შემდეგი სტატიაპრემიერმა კლინიკების ხელმძღვანელებთან ვაქცინაციის გაფართოების ღონისძიებებზე იმსჯელა