გამყრელიძე – სამჯერადი რეინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯერჯერობით, სამჯერადი რეინფიცირების არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა. როგორც მან მედია ვებინარზე განმარტა, პროტოკოლით ორჯერადი რეინფიცირების 6-7 შემთხვევაა დადასტურებული.

„ორჯერადი, დაახლოებით 6 თუ 7 შემთხვევა გვაქვს დადასტურებული კლასიკური პროტოკოლით, დაახლოებით 70 თუ 80 გვაქვს კვლევაში რეინფიცირება, მაგრამ სამჯერ არცერთი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი განმარტებით, გარდაცვლილებში ასაკობრივი ზღვარი არ დაწეულა.

„ჩვენ გავაანალიზეთ და გარდაცვლილებში ასაკი მნიშვნელოვნად არ დაწეულა. გამოჩნდა რაღაც ტენდენცია, მაგრამ ის, რომ სარწმუნო მნიშვნელობის იყოს, არა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ზვიადაურის ადვოკატებმა თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს
შემდეგი სტატიასააკაშვილი – საქართველო არის პირველ ადგილზე მსოფლიოში, ერთ სულ მოსახლეზე სიკვდილის რაოდენობით