გამყრელიძე: საკოორდინაციო საბჭო საკმაოდ მრავალრიცხოვანი ორგანოა და ექიმები ვართ უმცირესობაში

აბსოლუტურად აპოლიტიკური ვარ, არ ვმონაწილეობ პოლიტიკურ პროცესებში და არც პოლიტიკურ ინტერპრეტაციებს ვაძლევ რამეს. ჩემი საქმიანობა მიმართულია მხოლოდ ადამიანების ჯანმრთელობის დაცვისკენ. ჩემს ნათქვამს მისცეს პოლიტიკური ინტერპრეტაცია, რაც არ მსიამოვნებს. მე ვთქვი, რომ საკოორდინაციო საბჭო საკმაოდ მრავალრიცხოვანი ორგანოა და ექიმები ვართ უმცირესობაში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„საკოორდინაციო საბჭოში, ექიმების გარდა, შედიან ყველა სფეროს წარმომადგენლები და ხელმძღვანელები. ყველა გადაწყვეტილება მიიღება ფართო განხილვისა და კონსენსუსის წესით. გასაგებია, რომ ჩვენი, ექიმების ყველა რეკომენდაციის გათვალისწინება არ ხდება, რადგან იქ კარგად იზომება და იწონება თითოეული გადაწყვეტილების სოციალური, ეკონომიკური, ფისკალური და ა.შ. ეფექტები და შესაბამისად მიიღება გადაწყვეტილება. ექიმებს რომ ყველაფერს არ დაგვიჯერებენ და ყველა ჩვენი სიტყვა არ გადის, ეს ანა-ბანაა. ძალიან გთხოვთ, ნუ მივცემთ ამას პოლიტიკურ ინტერპრეტაციას. არ ვერევი პოლიტიკაში, ეს არის ზეპოლიტიკური საკითხი. პანდემიას ერთად უნდა ვებრძლოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრი აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა, რომლებიც საქართველოში მისი მასპინძლობით იმყოფებიან
შემდეგი სტატიაკონგრესმენი ალექს ქსავიერ მუნი – გვახარებს ის ფაქტი, რომ კარგი მეგობარი გვყავს ამ რეგიონში – საქართველოსთან მეგობრობა ამერიკის შეერთებულ შტატებს, ხოლო შეერთებულ შტატებთან მეგობრობა საქართველოს სურს