გამყრელიძე: საჭირო იქნება ვაქცინის მესამე დოზის გაკეთებაც

ამირან გამყრელიძის თქმით, დიდი ალბათობით, საჭირო იქნება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის გაკეთებაც და ამაზე მსოფლიოში უკვე აქტიურად საუბრობენ

გამყრელიძის თქმით, მესამე დოზით ვაქცინაცია საჭირო იქნება მეორე დოზის გაკეთებიდან 6-8 თვის შემდეგ.

დღეს ორჯერადად აცრილ პირებზე მიმდინარეობს დაკვირვება, თუ რამდენი ხნის განმავლობაში უნარჩუნდებათ მათ ფუმერული ან უჯრედული იმუნიტეტი და ამ დაკვირვების პარალელურად, უმრავლესობა მაინც ფიქრობს, რომ ვაქცინათა უმრავლესობაზე მესამე დოზა საჭირო იქნება. ალბათ, ჩვენც დაგვჭირდება მესამე დოზა, რათ უფრო მყარი იმუნიტეტი შეიქმნას ქვეყანაში.

დიდი ალბათობით, მესამე დოზა გაკეთდება მეორე დოზით ვაქცინაციიდან ექვსიდან რვა თვის შემდეგ. საერთაშორისო მწარმოებლების გეგმებიც მიუთითებს იმას, რომ მესამე დოზა საჭირო იქნება – ამბობს გამყრელიძე.

მისივე თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების ვარაუდით კოვიდპანდემია ასე მარტივად არ დასრულდება და აცრაც ყოველწლიურად დაგვჭირდება.

banner
წინა სტატიაშიელისაშვილი ენმ-ს: აიღეთ ფული ბიძინა ივანიშვილისგან?
შემდეგი სტატიაროგორც ჩანს, გუნდს საერთო პოზიცია არ აქვს: გოლეთიანი ღარიბაშვილს პასუხობს