გამყრელიძე: კორონავირუსით მაღალდაზიანებული ქვეყნებიდან საქართველო ტურისტებს ჯერჯერობით ვერ მიიღებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით მაღალდაზიანებული ქვეყნებიდან საქართველო ტურისტებს ჯერჯერობით ვერ მიიღებს.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა ქვეყანაში ტურიზმის გახსნაზე.

„დაანონსებულია 15 ივნისიდან ქვეყანაში შიდა ტურიზმისა და პირველი ივლისიდან უკვე საერთაშორისო ტურიზმის გახსნა. თუმცა, არა რა თქმა, ჯერ ვერ მივიღებთ ტურისტებს​მაღალდაზიანებული ქვეყნებიდან. მიმდინარეობს მუშაობა იმ პროტოკოლზეც, როგორი უნდა იყოს ტურისტების მიღებისა და მათზე ეპიდზედამხედველობის დაკვირვების სისტემა, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ქვეყანაში ინფექციის შემოტანის რისკი. მოდით, ამ კითხვაზე პასუხს დავუბრუნდეთ ერთი კვირის, 10 დღის შემდეგ, როცა ამ საკითხზე უფრო მეტად ვიქნებით ჩამოყალიბებული. დაავადებათა კონტროლის ცენტრს აქვს თავისი რეკომენდაციები, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკოორდინაციო საბჭო. მსჯელობის შემდგომ ჩამოვყალიბდებით წესებზე, რომელიც დამტკიცდება შესაბამისი მარეგულირებელი აქტით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველომ გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისგან (KfW) 90 მილიონ ევროს მიიღებს
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე – სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი თუ დაგვიყენებს საკითხს, რომ სჭირდებათ დახმარება, ამისთვის მზად ვართ