გამყრელიძე – ქვეყნის მასშტაბით ინდური შტამის გავრცელება 15-20 პროცენტის ფარგლებშია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ეგრეთ წოდებული ინდური შტამი ბევრ ქვეყანაში თანდათან ანაცვლებს ბრიტანულ შტამს.

მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით ინდური შტამის გავრცელება 15-20 პროცენტის ფარგლებშია.

„დელტა შტამი ბევრ ქვეყანაში, მათ შორის ევროპულ ქვეყნებში თანდათანობით ანაცვლებს ბრიტანულ შტამს. ჩვენთანაც, გასულ კვირას ლაბორატორიულად ინდური შტამის კიდევ 25 შემთხვევა დადასტურდა, ანუ 15-20 პროცენტის ფარგლებში ვართ ამ შტამის გავრცელებით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიისლანდია: ოთხდღიანი სამუშაო კვირა უაღრესად წარმატებული აღმოჩნდა
შემდეგი სტატიაუგულავა – ძალადობის წამახალისებელი ჯგუფები იმართება ღარიბაშვილისა და მისი კლანის, სუს-ისა და ხელისუფლების მიერ