გამყრელიძე – ქვეყანაში მიმდინარე კვირას უკვე მილიონი სწრაფი ტესტი შემოვა

სწრაფი ტესტირება ხოლოდ სიმპტომების მქონე ადამიანებს უტარდებათ, რადგან როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, ტესტების მოწოდება დაგვიანდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, პრობლემა 2-3 დღეში მოწესრიგდება.

„პატარა ცვლილება დროებით იქნა შეტანილი – სწრაფი ტესტები მხოლოდ სიმპტომებიან ადამიანს უკეთდება სახელმწიფოს ხარჯზე ამ ეტაპზე, ხოლო უსიმპტომოებს ვთავაზობთ პსრ-ზე ტესტირებას” ამბობს გამყრელიძე.

მისივე თქმით, ქვეყანაში მიმდინარე კვირას უკვე მილიონი სწრაფი ტესტი შემოვა.

“ხვალ უნდა შემოვიდეს, დაახლოებით, 400 ათასი ტესტი, შემდეგ კიდევ 400 ათასი, ანუ პირველი მილიონი უნდა შემოვიდეს ამ კვირაში, ამიტომ ვფიქრობ, ტესტების დეფიციტი არ შეიქმნება,“ – ამბობს გამყრელიძე.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ჩინური ვაქცინით აცრისთვის რეგისტრაცია სავარაუდოდ ხვალიდან დაიწყება
შემდეგი სტატიაფართომასშტაბიანი გასართობი და სოციალური ღონისძიებებისთვის გასულ 48 საათში ხუთი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დაჯარიმდა