გამყრელიძე – ქვეყანა „მაიმუნის ყვავილის“ სამკურნალო მედიკამენტის მიღების თაობაზე განაცხადს გააკეთებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანა „მაიმუნის ყვავილის“ სამკურნალო მედიკამენტის მიღების თაობაზე განაცხადს გააკეთებს.

როგორც გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსის” კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, მედიკამენტი ევროპის წამლების სააგენტოს მიერ ავტორიზირებულია.

„რა თქმა უნდა, პრეპარატზე განაცხადს გავაკეთებთ. ევროპის წამლების სააგენტოს მიერ ავტორიზირებულია მედიკამენტი. სამინისტრო მუშაობს და ვფიქრობთ, რომ ქვეყანაში გვექნება. დღეს მაინც სიმპტომური მკურნალობა მიმდინარეობს. დღეს, საქართველოში „მაიმუნის ყვავილის” დიაგნოსტიკის საშუალება არის”,- აღნიშნავს გამყრელიძე.

მისივე თქმით, ჯერ ქვეყანაში „მაიმუნის ყვავილი” დადასტურებული არ არის და არც საეჭვო შემთხვევებზე მიმდინარობს კვლევა.

banner
წინა სტატიაშიორ რუს სამხედროს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკმა 50 მლნ. აშშ დოლარის მოცულობის დამატებითი პირველადი კაპიტალი მოიზიდა