გამყრელიძე: პირველი განგაშის ზარი უნდა იყოს შემოკრული – ეპიდსიტუაცია უარესდება

“პირველი განგაშის ზარი უნდა იყოს შემოკრული, რამეთუ ეპიდსიტუაცია ყველა ინდიკატორის მიხედვით უარესდება”, – ამის შესახებ დააავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძის თქმით, დღეისთვის, დაახლოებით, 10 მეტ-ნაკლებად მოზრდილი კლასტერი გვაქვს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.

“897 გვაქვს დღეს დილისთვის ახალი შემთხვევების რიცხვი, რაც, რა თქმა უნდა, საყურადღებოზე უფრო მეტია. შეიძლება ვთქვათ, რომ პირველი განგაშის ზარი უნდა იყოს შემოკრული, რამეთუ ეპიდსიტუაცია ყველა ინდიკატორის მიხედვით უარესდება – ეს არის ახალი შემთხვევების რიცხვი 100 000 მოსახლეზე, დადებითობის მაჩვენებელი, რეპროდუქციის ინდექსი, 7 დღის განმავლობაში დადებითობის ინდექსი, რომელიც 2%-ს ასცილდა. დღევანდელი დადებითობის მაჩვენებელი 3.65%-ია, ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ინფექციის ცირკულაცია ქვეყანაში უფრო ინტენსიურია. ამაზე ასევე მიუთითებს ის, რომ გაჩნდა კლასტერული გავრცელება – დღეისთვის, დაახლოებით, 10 მეტ-ნაკლებად მოზრდილი კლასტერი გვაქვს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, ეს არის სამეგრელო, გურია, რაჭა-ლეჩხუმი, შიდა ქართლი და რამდენიმე რეგიონი. ეს წინა ნაბიჯია, წინა ეტაპია საყოველთაო გავრცელების.

ყველამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ, როგორ უნდა შეკავდეს ეს ყველაფერი. ძალიან ბევრ ქვეყანაში მესამე ტალღა დაწყებულია და ჩვენც ვდგავართ მესამე ტალღის დაწყების წინაშე. რითი შეიძლება შეკავდეს გავრცელება? პირველ რიგში, განსაკუთრებული დისციპლინით, ყველამ უნდა დავიცვათ მთავარი რეკომენდაციები და შეზღუდვები, რაც ქვეყანაში მოქმედებს”, – აცხადებს გამყრელიძე.

banner
წინა სტატიაშიწამლების სააგენტო საკუთარი თანამშრომლის აზრს ვაქცინასა და თრომბს შორის კავშირზე არ იზიარებს
შემდეგი სტატიაპროკურატურა: რუსთავში ენმ-ის დეპუტატის დაჭრაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა