გამყრელიძე: პირადად ანტონიო ფაუჩის ინსტიტუტში მუშაობს ლელა ქარდავა და ამჯერად covid-ზე მუშაობს

“ანტონი ფაუჩი გახლავთ უზარმაზარი მეცნიერი. მე მქონდა ბედნიერება მასთან რამდენჯერმე შეხვედრის. ასევე, ნამყოფი ვარ მის ინსტიტუტში. სხვათა შორის ინსტიტუტს ქვია „ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტი, და ეს არის ნაწილი ამერიკის ეროვნული ინსტიტუტის, ეს არის მეცნიერების, სამეცნიერო მექა. სადაც 27 ინსტიტუტი შედის და თუ რამე ინოვაცია იქმნება ფუნდამენტურ სამედიცინო მეცნიერებაში იქ არის და შესასვლელში რომ შეხვალთ, ამ ინსტიტუტის, გამოფენილია ნობელის პრემიის ლაურეატები სურათები.
სხვათა შორის ახალგაზრდობაში ჩემი ოცნება იყო, იმ პერიოდში ოდესმე იქ მემუშავა. სამწუხაროდ ეს ვერ შევძელი.
რამდენჯერმე მომიხდა ამ ინსტიტუტში ყოფნა და საქართველო ამაყია, რომ ამ ინსტიტუტთან და კიდევ რამდენიმე ინსტიტუტთან გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა. ბევრმა ქართველმა გაიარა იქ სამეცნიერო სტაჟირება, სხვათა შორის ადრე ვახსენე ახლაგაზრდა ქართველი ქალი ლელა ქარდავა, რომელიც უშუალოდ ენტონი ფაუჩის ლაბორატორიაშია და სადაც უშუალოდ ფაუჩი რომელ ლაბორატორიასაც ხელმძღვანელობს იქ მუშაობს „კოვიდის“ იმუნოლოგიაზე“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშითალაკვაძე კუბილიუსის კრიტიკულ წერილს პასუხობს
შემდეგი სტატიაკოვიდ-19“- ის პანდემიასთან ბრძოლის კუთხით საქართველოს ნაბიჯები დროული, პროაქტიული და სავალუტო ფონდის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში იყო