გამყრელიძე: „ფაიზერის“ ვაქცინის ათვისება პრობლემა არ იქნება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის შეფასებით, „ფაიზერის“ ვაქცინის ათვისება პრობლემა არ იქნება.

„ფაიზერის“ ვაქცინა არ დაგვრჩება. სადღაც 600 000-მდე „ფაიზერის“დოზაა. 400 000-მდე დოზას ვადა აქვს წლის ბოლომდე, 200 000-ს ნოემბრის ბოლომდე. „ფაიზერმა“ ერთი კვირის წინ გამოაქვეყნა დასკვნები, რომ 3 თვით კიდევ უგრძელებენ ვადას. 600 000 დოზის ათვისებაში ვერ ვხედავ პრობლემას, თუ ინტენსიურად ვიმუშავებთ. „ფაიზერზე“ მოთხოვნილება ყოველთვის დიდი იყო. ახლა შედარებით მოიკლო, მაგრამ „ფაიზერი“ არ გაფუჭფება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

რაც შეეხება გამაძლიერებელ, ე.წ. ბუსტერ დოზებს, გამყრელიძის განმარტებით, ამ საკითხზე იმსჯელებენ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში მოსახლეობის 40 პროცენტზე მეტი იქნება აცრილი.

„ჩვენ ვთქვით, რომ როცა ავალთ აცრილი მოსახლეობის 40%-ზე, და იმედია ეს იქნება ოქტომბერში, შემდეგ ვიმსჯელებთ ამაზე. მანამდე ნუ წავართმევთ ამ დოზებს სხვას, ვინც არ არის აცრილი. ჯერ უნდა აიცრას მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, კიდევ მეტი. ბუსტერი საჭირო გახდება“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: სააკაშვილი დაბრუნებას ვერ გაბედავს
შემდეგი სტატიაკობახიძე – თავდასხმები ხორციელდება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან