გამყრელიძე: „ომიკრონის“ ორივე შემთხვევა მსუბუქად მიმდინარეობს

საქართველოში გამოვლენილი „ომიკრონის“ ორივე შემთხვევა მსუბუქად მიმდინარეობს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ომიკრონით“ ინფიცირებულია საქართველოს ორი მოქალაქე, რომელთაც მოგზაურობის ისტორია აშშ-სა და ახლო აღმოსავლეთში, დუბაიში აქვთ.

„ერთ შემთხვევაში გვაქვს 10 კონტაქტი, მეორე შემთხვევაში – 16. აქედან 11 გახლავთ უცხოელი, დანარჩენი – საქართველოს მოქალაქეები. მიმდინარეობს მათი ჩაღრმავებული ეპიდკვლევა. ორივე ინფიცირებული იმყოფება თავიანთ ბინაში, იზოლაციაში და მიმდინარეობა არის მსუბუქი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში დღეს „ომიკრონ“ შტამით ინფიცირების ორი შემთხვევა გამოვლინდა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ზარქუა: მარგველაშვილის და ზურაბიშვილის შეხვედრა ძალიან კარგია
შემდეგი სტატიაირაკლი ზარქუა: სტალინისტების მსგავსად ხვალ “ნაციონალური მოძრაობა”თავიანთი ლიდერის დაბადების დღეს აღნიშნავს