გამყრელიძე – მოვუწოდებ ორსულებს და ვისაც დაფეხმძიმება უნდა, აუცილებლად აიცრას

ვთხოვ ჩემს კოლეგებს, მეან-გინეკოლოგებს, რომელთა სიტყვას აქვს დიდი მნიშვნელობა ორსული ქალბატონის მართვაში, კონსულტაციაზე როდესაც მიდიან ქალბატონები, მათ ურჩიონ, რომ აიცრან, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა ორსული უნდა აიცრას.

„ფაიზერი“ საკმარისია ქვეყანაში. თქვენი ეთერების საშუალებით მოვუწოდებ ყველა ქალბატონს, ყველა ორსულ ქალბატონს, ან იმ ქალბატონს, რომელსაც უნდა, რომ დაფეხმძიმდეს, რომ აუცილებლად აიცრას. იცით, რომ სამწუხაროდ, უკვე გვაქვს ორსული ქალბატონის კოვიდით გარდაცვალების ოთხი შემთხვევა. იცით, რომ სახელმწიფო პროგრამით ორსული ქალბატონის ექიმთან კონსულტაციებზე და ოჯახის ექიმთან დაახლოებით რვა ვიზიტი არის განსაზღვრული. ამიტომ გთხოვთ ყველას და ასევე, ვთხოვ ჩემს კოლეგებს, მეან-გინეკოლოგებს, რომელთა სიტყვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ორსული ქალბატონის მართვაში, როდესაც კონსულტაციაზე მიდიან ქალბატონები, მათ ურჩიონ, რომ აიცრან. ჩვენ წელიწადში გვაქვს 47-48 ათასი მშობიარობა. დაახლოების 60 000-მდე ქალბატონი ფეხმძიმდება წლის განმავლობაში. დღეს ყველას მოგიწოდებთ, ​„ფაიზერის“ 120-130 ათასი ვაქცინა დევს საწყობში პირველი დოზებისთვის, რომელიც ჯერ დაჯავშნილი არ არის. ამიტომ გთხოვთ ყველას, ვიაქტიუროთ, დავჯავშნოთ, მათ შორის ორსულ ქალბატონებს, რათა არ გვქონდეს ასეთი სავალალო შედეგი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიავჭალაში სადრენაჟე-სანიაღვრე სისტემა ეწყობა
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი – ჩვენი დიდგორის ბრძოლა მოსაგებია, ჩვენი დიდგორი პანდემიასთან ომია