გამყრელიძე- მცირე ეპიდაფეთქებები პროგნოზირებადი იყო,

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ სვანეთის ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეზღუდვების აუცილებელი შემსუბუქების პირობებში მცირე ეპიდაფეთქებები მოსალოდნელი იყო, მაგრამ ქვეყანაში ეკონომიკა და ტურიზმი უნდა გაიხსნას.

“განვსაზღვრეთ დაახლოებითი სამიზნე კონტინგენტი, რომელიც უნდა იქნას გამოკვლეული, თვითონ ლენჯერში, თითქმის დავამთავრეთ ეს თემი. ასევე დაბა მესტიაში, ასევე უშგულში და კიდევ რამდენიმე სოფელში. სამწუხაროდ, შედეგი, დაახლოებით პროგნოზირებადი იყო, რომ გარკვეული მცირე ეპიდაფეთქებები გვექნებოდა, რაც დაკავშირებულია იმ შემსუბუქებასთან, რაც აუცილებელია. მოგეხსენებათ, ეკონომიკა უნდა გაიხსნას, ტურიზმი უნდა გაიხსნას, მაგრამ ბალანსი კარგად დაცულია”. – თქვა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო რამდენიმე საათში მესამე მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია-იმისთვის, რომ ეკონომიკური აქტივობები გავაძლიეროთ, ბიზნესვიზიტორების მიმართულება უკიდურესად მნიშვნელოვანია