გამყრელიძე: ლუგარის ცენტრში გადაგზავნილია 24 ნიმუში, რომელთა პასუხი დღის განმავლობაში იქნება

ლუგარის ცენტრში გადაგზავნილია 24 ნიმუში, რომელთა პასუხი დღის განმავლობაში იქნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„გამოკვლეულია 130 შესაძლო შემთხვევა, აქედან 3 დადასტურდა. გუშინ 37 შემთხვევა გამოვიკვლიეთ და ყველა იყო უარყოფითი. სამივე პაციენტი გადის მკურნალობას, მათი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ლუგარის ცენტრში გადაგზავნილია 24 ნიმუში, რომელთა პასუხი დღის განმავლობაში იქნება. კარანტინში საერთო ჯამში 199 ადამიანი იმყოფება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინიტრო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ გადაუდებელი აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში იტალიაში მგზავრობისგან თავი შეიკავონ