გამყრელიძე: კვირაზე მეტია, გრიპის ვაქცინა გვაქვს, მაგრამ მხოლოდ 3-3 500 ადამიანი აიცრა

“კვირაზე მეტია ვაქცინა გვაქვს, თუმცა, [რისკ ჯგუფში მყოფი] მხოლოდ 3-3500 ადამიანი აიცრა” – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ თქვა. მან აღნიშნა, რომ სეზონური გრიპის 25 000 დოზა ოთხკომპონენტიანი ვაქცინა, რომლითაც რისკ ჯგუფში მყოფი ადამიანები უნდა აიცრან, უკვე განაწილებულია კლინიკებში.

“იცრებიან ორსულები, გააქტიურდნენ და მადლობა მათ. იცით, რომ ვერაგულად მოქმედებს მათზე. ასევე, იცრებიან ბაღის აღმზრდელები, მოხუცთა და ბავშვთა სახლებში მყოფები, ადამიანები, ვინც აივ შიდსსა და C ჰეპატიტზე მკურნალობენ” – ამბობს გამყრელიძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, 23 ოქტომბრის კვირაში კიდევ 110 000 დოზა ვაქცინა შემოვა, ასევე, ოტომბრის ბოლოს, ნოემბრის პირველ რიცხვებში დამატებით 100 000 დოზა.

“ამით აიცრებიან დიდი რისკ ჯგუფები, დიაბეტის მქონე ადამიანები. 65 წლის ზემოთ მყოფი ადამოანები, ვისაც აქვს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ფილტვების ქრონიკული დაავდებები, ასთმა და ასე შემდეგ. სამედიცინო მუშაკები” – თქვა გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე – შემიძლია ძალიან საქმიანი და მეგობრული მოლაპარაკების წარმართვა აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან
შემდეგი სტატიასაქართველო-აზერბაიჯანს შორის გადაუჭრელი საკითხი არ არსებობს