გამყრელიძე კორონავირუსზე: ქვეყანაში მზადყოფნის რეჟიმი უფრო გაძლიერებულია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლოებას მიმართავს და სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

გამყრელიძე ამბობს, რომ ქვეყანაში არ არსებობს პანიკის საფუძველი.

“ქვეყნების რაოდენობა, სადაც ვირუსი დაფიქსირდა 45-მდე გაიზარდა. ჩინეთს საზღვრებს გარეთ 3000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ჩვენ ვართ გლობალური სამყაროს ნაწილი და რა თქმა უნდა საფრთხე არსებობს. საფრთხის არსებობა ერთია და მეორეა თუ როგორ ვართ მზად იმისთვის, რომ შესაბამისად ვუპასუხოთ. რა თქმა უნდა ქვეყანაში მზადყოფნის რეჟიმი გაძლიერებულია”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიქვეყნის ფარგლებს გარეთ სამედიცინო დანიშნულების ნიღბის გაგზავნა აკრძალულია – საქართველოს ფოსტა
შემდეგი სტატიასოფელ დიღომში, 6 100 კვადრატულ მეტრ ფართობზე სკვერი ეწყობა