გამყრელიძე – კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით დღეისთვის 12-დან 15 წლამდე ასაკის 106 ბავშვია სრულად აცრილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით დღეისთვის 12-დან 15 წლამდე ასაკის 106 ბავშვია სრულად აცრილი.

როგორც ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, იმუნიზაციის საბჭოსთვის მომზადებულია სამეცნიერო კომიტეტის გადაწყვეტილება 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

„ადრე თუ გვქონდა მხოლოდ სამედიცინო ჩვენებებით აცრა, დღეს საუბარია, ერთ-ერთ წინადადებად იქნება განხილული, რომ გაიხსნას მშობლების სურვილით და თანხმობით, ყველა ბავშვისთვის. დღეისთვის 12-დან 15 წლამდე სრულად აცრილია 106 ბავშვი. ვფიქრობ, ხვალ ან ზეგ ჩატარდება იმუნიზაციის საბჭო, ეს არის უკვე იმუნიზაციის საბჭოს პრეროგატივა და არა დიდი საბჭოსი. იმუნიზაციის საბჭო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ასევე იცით, რომ ჩვენ, როდესაც დავუშვით 16-17 წლის მოზარდების აცრა, დაახლოებით 10 000-ზე ოდნავ მეტი 16-17 წლის მოზარდი „ფაიზერით“ არის აცრილი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე – პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდამჭერ განცხადებასთან დაკავშირებით პრეზიდენტს მადლობა გადავუხადე
შემდეგი სტატიასერგო ჩიხლაძე – სალომე ზურაბიშვილის განცხადება არასწორია