გამყრელიძე: კორონავირუსის გავრცელების პიკი ნოემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ კორონავირუსის გავრცელების პიკი ნოემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყება და ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 3 – 4 ათასს მიაღწევს:

ახლა კიდევ ხელმეორედ უნდა დავთვალოთ ნოემბრის პროგნოზები. მაშინ ასეთი ტენდენცია იყო, რომ ნოემბრის შუა რიცხვებში უნდა შევდიოდეთ პიკში, პიკის დროს იქნება 3-4 ან თუნდაც 5 ათასი, მაგრამ არ გვინდა, რომ გვქონდეს 3 და 4 ათასი“ -განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძემ გრიპის ვაქცინებზეც გააკეთა კომენტარი. მისი ინფორმაციით, კვირას ქვეყანაში დამატებით 77 000 გრიპის ვაქცინას ჩამოიტანენ.

კვირას, გვიან ჩამოვა დამატებით 77 000 გრიპის ვაქცინის 4 კომპონენტიანი დოზა. ორშაბათიდან დაიწყება განაწილდება მთელი ქვეყნის მასშტაბით და უკვე დიდი რისკჯგუფები აიცრებიან” -ამბობს გამყრელიძე.

banner
წინა სტატიაშითავდამსხმელები ზუგდიდში, სავარაუდოდ, სამხედრო პირები არიან
შემდეგი სტატიამკვლელობით დასრულებული სისხლიანი გარჩევა მარტყოფში – რას ითხოვს გარდაცვლილის ოჯახი