გამყრელიძე: კორონავირუსის ახალი შემთხვევიდან ერთი ბათუმში, ხოლო მეორე ზუგდიდში დადასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევიდან ერთი ბათუმში, ხოლო მეორე ქუთაისში დადასტურდა, თუმცა პაციენტი ზუგდიდში იმყოფება.

“ორივე მათგანი თურქეთიდან შემოსვლას უკავშირდება, თუმცა სანამ ეპიდკვლევა არ ჩატარდება. ჯერ ვერ დავკონკრეტდები. კვლევა ახლა დაიწყო და ხვალ შუადღისას გვეცოდინება უფრო მეტი ისტორია ამ 2 შემთხვევის შესახებ”- განაცხადა  ამირან გამყრელიძემ.

67 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გვიან ღამით შეიყვანეს. პაციენტი სოფელ ზედა ეწერიდანაა. მისი ანალიზები დღეს გადაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში. მამაკაცი 20 მარტს თურქეთდანაა ჩამოსული, აქვს ტემპერატურა, ცხელება, ხველა. აქედან გამომდინარე  მედპერსონალმა საჭიროდ ჩათვალა, რომ ანალიზები გაეგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში.

banner
წინა სტატიაშიტაქსის ნებართვის მფლობელებს, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში სავალდებულო ტექნიკურ დათვალიერებას ვერ გაივლიან ნებართვები არ გაუუქმდებათ
შემდეგი სტატიაცრუ ინფორმაცია ჯემალ გამახარიას წინააღმდეგ