გამყრელიძე – კორონავირუსის 46 000-მდეა აქტიური შემთხვევა, მაგრამ ჯანდაცვის სექტორზე ზეწოლა არ გამოკვეთილა

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საკმაოდ რთულია, 5000 ახალი შემთხვევა არ არის მარტივი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გამყრელიძის განმარტებით, ამ დროისთვის ინფიცირების 46 000-მდე აქტიური შემთხვევაა, თუმცა ჯანდაცვის სექტორზე ზეწოლა ჯერ არ გამოკვეთილა, რაც მოსახლეობაში გარკვეული იმუნური ფენის გაჩენით არის განპირობებული.

„დაკვირვების მიხედვით, შემთხვევათა უმრავლესობა არ არის მძიმე, იმიტომ, რომ ზეწოლა ჯანდაცვის სისტემაზე არ არის, 46 000-მდეა აქტიური შემთხვევა, მაგრამ ზეწოლა ჯერ არ გამოკვეთილა. ვფიქრობ, ეს განპირობებულია გარკვეული იმუნური ფენის გაჩენით. მილიონი ადამიანი აცრილია და ბოლო კვლევებით 42%-ს გადატანილი აქვს ინფექცია, ამიტომ ეს იმუნური ფენა ქმნის გარკვეულ რეზისტენტობას. გასულ სამშაბათს გვქონდა 4800 შემთხვევა და, ზრდა გვაქვს, მაგრამ მცირე და სწორხაზოვანი. ვაკვირდებით სიტუაციას და ვნახოთ როგორ განვითარდება ეს ყველაფერი“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიგალტ & თაგარტმა EBRD-ის ლარში დენომინირებული კერძო ობლიგაციები წარმატებით განათავსა
შემდეგი სტატიაგამყრელიძე – ინფიცირებული პირების იზოლაციაში ყოფნის ვადის შემცირება ამ ეტაპზე არ იგეგმება