გამყრელიძე კომენდანტზე – შემსუბუქებას რეკომენდაციას ვერ გავუწვეთ

“დღეს ეს საკითხი (კომენდანტის საათის მოხსნა) არ განხილულა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მაჩვენებელი, რომელიც ეპიდსიტუაციას ახასიათებს, უმჯობესდება, მხედველობაში მაქვს, ინციდენტობის მაჩვენებელი მოდის ქვემოთ, დადებითობის მაჩვენებელი მოდის ქვემოთ, მაგრამ ძალიან ნელი ტემპით.

დღესაც 1 000 ახალი შემთხვევაა, გასაგებია, ეს სამშაბათის სინდრომია და სამშაბათობით ყოველთვის გვაქვს შაბათ-კვირის შემთხვევები დაგროვილი, მაგრამ ახალი შემთხვევების რიცხვი მერყეობს 300-700-600-ს შორის. ეს ჯერჯერობით ისეთი მაჩვენებელია, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი, ამ ეტაპზე, სხვა შემსუბუქებას რეკომენდაციას ვერ გაუწევს.

რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ 10 დღე დავაკვირდებით ეპიდსიტუაციას და მერე გადაწყვეტილებები იქნება” – თქვა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.

banner
წინა სტატიაშიბოტკოველი – გახარია უფრო მაგარი „ქოცია“, თუ კობახიძე, ამას ქართველი ხალხისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს
შემდეგი სტატიაგამყრელიძე – ჩვენ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ, ყველამ უნდა ვატაროთ პირბადე