გამყრელიძე კომენდანტზე – ოქროს შუალედი მოიძებნა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით საკოორდინაციო საბჭომ კომენდანტის საათთან დაკავშირებით “ოქროს შუალედი” მოძებნა. მისივე თქმით, გადაადგილებაზე შეზღუდვის სრულად მოხდა ჯერ ჯერობით დაუშვებელია.

“საზოგადოებაში არის სერიოზული ვნებათაღელვა, მით უმეტეს მაისში, როცა სერიოზულად დათბა ღამის კარანტინთან დაკავშირებით, ამიტომ აქ ოქროს შუალედი უნდა ყოფილიყო მოძებნილი. სრული შემსუბუქება დაუშვებელია ჯერ ჯერობით, სანამ ეპიდსიტუაცია სერიოზულად არ დამშვიდდება, ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, ასევე, გათვალისწინება მოსახლეობის განწყობისა, ამიტომ ეს ოქროს შუალედი მოიძებნა, რომ შემცირდა ღამის კარანტინის საათობრივობა”, – თქვა ამირან გამყრელიძემ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშისახელმწიფო ვერ იცავს დაუცველი ჯგუფების უფლებებს – ომბუდსმენის რეკომენდაციები პროკურატურასა და შსს-ს
შემდეგი სტატიათურნავა – იხსნება შეზღუდვა სასტუმროებში მოქმედი რესტორნებისთვის, რომელთა ფუნქციონირება დღემდე 21:00 საათიდან აკრძალული იყო