გამყრელიძე – ყველა იმედით შევცქერით, რომ ამ წლის ბოლოს შესაძლოა, გამოჩნდეს კორონავირუსის სამკურნალოდ ერთი ან რამდენიმე წამალი

ყველა იმედით შევცქერით, რომ ამ წლის ბოლოს მართლაც შესაძლებელია გამოჩნდეს წამალი ერთი ან რამდენიმე, რომელიც იქნება ეტიოტროპული კორონავირუსისთვის, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ვებინარზე განაცხადა.

მან უპასუხა დასმულ შეკითხვას, რომლის თანახმად, „ფაიზერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ წლის ბოლოს უკვე მზად იქნება მედიკამენტი, რომელიც კოვიდპანდემიას დაასრულებს. როგორც გამყრელიძემ განმარტა, „ფაიზერის“ გარდა სხვა კომპანიბიც მუშაობენ ამ საკითხზე.

„ფაიზერის“ გარდა ბევრი კომპანია და სამეცნიერო ჯგუფი მუშაობს, იმიტომ, რომ ერთ-ერთი მთავარი ვაქცინასთან ერთად გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება სწორედ ეტიოტროპულ წამალს, ანუ უშუალოდ ამ ტიპის ვირუსზე მოქმედ წამალს და ამაზე ძალიან ბევრი ლაბორატორია მუშაობს. ერთ-ერთი მოწინავე „ფაიზერის“ ლაბორატორიაა. ამ წამლის შესახებ ვიცი, ეს არის დაახლოებით იმ ტიპის მოქმედების მექანიზმის წამალი, როგორიც არის ცე-ჰეპატიტის ანტივირუსული წამალი. როგორც ამბობენ, საკმაოდ პერსპექტიული წინასწარი კვლევებია, მაგრამ მარტო „ფაიზერს“ არა, ზოგიერთ სხვა კომპანიებსაც აქვთ მსგავსი განვითარებები. მაგალითად, SCIENCE-ში ვნახე ახალი სტატია, დღეს დილით გამოქვეყნდა, სადაც ექსპერიმენტში ასევე ამ ტიპის სხვა წამალია, რომელიც იძლევა პირდაპირ კორონავირუსის რეპლიკაციის სერიოზულად დათრგუნვას, ამიტომ, მიმდინარეობს მუშაობა და ყველა იმედით შევცქერით, რომ ამ წლის ბოლოს მართლაც შესაძლებელია გამოჩნდეს წამალი, ერთი ან რამდენიმე, რომელიც იქნება ეტიოტროპული ამ ვირუსისთვის. მოგეხსენებათ, დღესაც არსებობს ზოგიერთი წამლები, კოქტეილები ძირითადად მონოკლონურ ანტისხეულებზე დამყარებული, რომლებიც წარმატებით ებრძვიან ამ დაავადებას. მაგრამ რაც შეეხება კითხვას, „ფაიზერთან“ დაკავშირებით ის დაახლოებით იმ ტიპის უნდა იყოს, რაც გრიპის დროს არის ან კიდევ სხვა ტიპის წამლები, რომლებიც სწორედ უშუალოდ კორონავირუსზე იმოქმედებენ, ვფიქრობ, რომ უნდა გამოჩნდეს ამ წლის ბოლოსთვის და დამთავრდეს მათი მესამე ფაზის კვლევა“, – აცხადებს გამყრელიძე.

banner
წინა სტატიაშიწყალტუბოში, „სანატორიუმ“ თბილისში” 80 წლის ქალი ამორტიზირებული კიბიდან გადავარდა
შემდეგი სტატიაანგელა მერკელი მოსკოვში ვლადიმერ პუტინს ხვდება