გამყრელიძე – ჯერჯერობით ევროკავშირს და სხვა ქვეყნებს ორჯერადი ვაქცინაცია არ უღიარებიათ

ჯერჯერობით, არც ევროკავშირს და არცერთ სხვა ქვეყანას ორჯერადი ვაქცინაცია არ უღიარებია, რომ ის იყოს ქვეყანაში შესვლის ბარიერი, -ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს ასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მოგზაურობისას ყურადღება ექცევა ვაქცინაციას და ბოლო 72 სთ-ის PCR ტესტების უარყოფით პასუხს.

„მოგზაურობის დროს დღეს ვაქცინაციას ექცევა ყურადღება, მაგრამ უფრო მეტი ყურადღება ექცევა ბოლო 72 სთ-ის PCR ტესტებს. ჯერჯერობით, არც ევროკავშირს და არცერთ ქვეყანას ორჯერადი ვაქცინაცია არ უღიარებია, რომ ის იყოს ქვეყანაში შესვლის ბარიერი. ქვეყანაში შეგიშვებენ PCR ტესტით ისევე, როგორც ორჯერად ვაქცინირებულს საქართველოში ვიღებთ ყოველგვარი კარანტინის გარეშე, მაგრამ ასევე ვიღებთ უარყოფითი PCR ტესტებით. ეს იქნება სხვადასხვა ქვეყნების ინდივიდუალური გადაწყვეტილება, მაგრამ „სინოფარმი“ აღიარებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, არამგონია, ამან გავლენა მოახდინოს ამ საკითხებზე“, – განაცხადა გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე – შეზღუდვების სრული შემსუბუქება ჯერჯერობით დაუშვებელია
შემდეგი სტატიასახელმწიფო ვერ იცავს დაუცველი ჯგუფების უფლებებს – ომბუდსმენის რეკომენდაციები პროკურატურასა და შსს-ს