გამყრელიძე – ჯერჯერობით, ჩვენთან „დელტას“ ახალი ვარიანტი არ დაფიქსირებულა, მაგრამ დიდი ალბათობით მომავალ პერიოდში გამოჩნდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯერჯერობით, საქართველოში „დელტა“ შტამის ახალი ვარიანტი არ დაფიქსირებულა, თუმცა, მობილობის გაზრდის გათვალისწინებით, დიდი ალბათობით, მომავალ პერიოდში გამოჩნდება.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

„მოგეხსენებათ, რომ ახალმა შტამმა დაიწყო უკვე ცირკულაცია ჩვენს მეზობელ ჩრდილოეთის ქვეყანაში საკმაოდ ინტენსიურად. ასევე, 27 ქვეყანაშია ის უკვე დაფიქსირებული. ჩვენთან, ლუგარში, ინტენსიური მეთვალყურეობა მიმდინარეობს. ჯერჯერობით, ჩვენთან „დელტას“ ახალი ვარიანტი არ დაფიქსირებულა, მაგრამ დიდი ალბათობით მომავალ პერიოდში გამოჩნდება, რადგან მოგეხსენებათ, მობილობა და მოგზაურობა გაზრდილია. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული“, – განაცხადა გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიპენიტენციური ვეღარ მართავს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას – ბასილაია
შემდეგი სტატიასააკაშვილი – მე ვარ პუტინის პირადი პატიმარი! ჩემი გათავისუფლება შეუძლია მხოლოდ ქართველ ხალხს