გამყრელიძე – ინფიცირებული პირების იზოლაციაში ყოფნის ვადის შემცირება ამ ეტაპზე არ იგეგმება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინფიცირებული პირების იზოლაციაში ყოფნის ვადის შემცირება ამ ეტაპზე არ იგეგმება.

შესაბამისი შეკითხვით „ინტერპრესნიუსმა“ ამირან გამყრელიძეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ იმ კონტექსტში მიმართა, რომ ექიმები კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს გადამდებად ვირუსის დაფიქსირებიდან 9 დღის შემდეგ აღარ მიიჩნევენ, იზოლაციაში ყოფნის პროტოკოლით გაწერილი ვადა კი, უფრო ხანგრძლივია.

„ჯერჯერობით საერთაშორისო რეკომენდაციები იზოლაციის ვადის შემცირებასთან დაკავშირებით არ გახლავთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე – კორონავირუსის 46 000-მდეა აქტიური შემთხვევა, მაგრამ ჯანდაცვის სექტორზე ზეწოლა არ გამოკვეთილა
შემდეგი სტატიასამაგიდო თამაში Godsland – მოიგებს ის, ვინც შეიმუშავებს საუკეთესო სტრატეგიას