გამყრელიძე: იმდენი გვაქვს ფული გადახდილი, უნდა აგვერჩია ვაქცინა, მაგრამ არ არის COVAX-ზე

“ვაქცინები დღეს იქცა პოლიტიკურ თუ სხვა ტიპის იარაღად ძლიერი სახელმწიფოების ხელში, ანუ ვინც ეს ვაქცინები შექმნა. ყველაზე დიდი პრობლემა დღეს, გარდა იმისა, რაც არის პანდემია, არის უსამართლობა ვაქცინების განაწილებაში. არიან ქვეყნები, რომლებსაც დღესაც არ მიუღიათ ვაქცინა, ან მიიღეს ძალიან ცოტა ქვეყნების უდიდესმა ნაწილმა და არის რამდენიმე ქვეყანა, რომელიც ასრულებს ვაქცინაციის პროცესს, ისრაელი მაგალითად, 60% ორჯერ ჰყავს უკვე აცრილი.

COVAX-ი შექმნეს იმიტომ, რომ თანაბარი ხელმისაწვდომობა გაეკეთებინათ, მაგრამ, სამწუხაროდ, არ გამოვიდა, იმიტომ, რომ, ჯერჯერობით, COVAX-ზე არ არის. ჩვენ იმდენი გვაქვს ფული გადახდილი, COVAX-დან უნდა აგვერჩია ვაქცინა, მაგრამ ასარჩევი არ არის, COVAX-ზე არ არის ვაქცინები”, – აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე.

banner
წინა სტატიაში“გამოვიჩინოთ სულიერი სიფხიზლე” – ჭყონდიდის ეპარქია მრევლს შესაძლო პროვოკაციებზე აფრთხილებს
შემდეგი სტატიაჭყონდიდის ეპარქია: მედიაში გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს მეუფე სტეფანემ ქადაგებაში მიმართა მედიასაშუალებებს, რომ კითხვები წერილობით დაუსვან