გამყრელიძე – გუშინ მოვიდა კონტრაქტი, საუბარია Novavax-ის მილიონი დოზის ყიდვაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მასობრივი იმუნიზაცია დიდი ალბათობით ივლისში დაიწყება. მისი თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები Novavax-ის მილიონი დოზის შესყიდვაზე.

“გუშინ სამინისტროში მოვიდა კონტრაქტი მეორე ძალიან პერსპექტიულ ვაქცინაზე, რომელი არის Novavax-ის ვაქცინა, რომელთანაც უკვე, დაახლოებით, 2 თვეა მიმდინარეობს მოლაპარაკებები. Novavax-ი გახლავთ ამერიკული კომპანია. მის მიერ წარმოებული ვაქცინა განხვავდება პრინციპით დღეს არსებული ასტრაზენეკას, მოდერნას, ფაიზერის ან იგივე ჩინური ვაქცინისგან, ცოტა სხვა პრინციპზეა დამყარებული მისი წარმოება.

Novavax-ი არის ვაქცინების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი მსოფლიოში. […] მიმდინარეობს საუბარი მილიონი დოზის Novavax-ის შესყიდვაზე”, – თქვა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიბექა ფერაძე – თითოეული მოქალაქე თუ დაიცავს რეკომენდაციებს, ცხადია, ეპიდსიტუაცია დასტაბილურდება
შემდეგი სტატიაწულაიას ადვოკატი – წვეთოვან კვებაზე უნდა გადავიდეს, რომ მკურნალობას დაექვემდებაროს