გამყრელიძე: გენეტიკური კვლევით ახალი შტამი ამ დრომდე მხოლოდ ერთ შემთხვევაშია დადასტურებული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ახალ შტამზე კვლევები მიმდინარეობს, თუმცა სამი სავარაუდო შემთხვევეიდან, გენეტიკური კვლევით ახალი შტამი ამ დრომდე მხოლოდ ერთ შემთხვევაშია დადასტურებული.

„მოგახსენებთ, რომ ჩვენთან მიმდინარეობს ახალი შტამის კვლევები. ყველა ლაბორატორიას აქვს დაგზავნილი შესაბამისი ინსტრუქცია, როდის შეიძლება ვივარაუდოთ ახალი შტამის არსებობა. ასეთი სამი სავარაუდო შემთხვევა გვქონდა, საიდანაც ერთ შემთხვევაში გენეტიკური კვლევით დადასტურდა ახალი შტამის არსებობა. ჯერჯერობით, ახალი შტამები – აფრიკული, ბრიტანული, ბრაზილიური შტამი, უფრო რთულად მიმდინარე შემთხვევები არ არის დაფიქსირებული. ბრიტანულ შტამს ახასიათებს უფრო მეტად სწრაფად გავრცელების თვისება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

რაც შეეხება რეინფიცირებას, გამყრელიძის თქმით, ასეთი შემთხვევები მსოფლიოში ბევრი არ არის, საქართველოში კი საეჭვო შემთხვევების კვლევა ტარდება, თუმცა რეინფიცირების ფაქტი ჯერ არ დადასტურებულა.

„საქართველოში ჩვენ დაკვირვების ქვეშ გვქონდა დაახლოებით სამ ათეულ შემთხვევამდე. იქიდან მოხდა სელექცია და ახლა გენეტიკური კვლევა მიმდინარეობს, სადაც შეიძლება სავარაუდოდ იყოს ერთ შემთხვევაზე, მაგრამ შეიძლება არ დადასტურდეს. ბევრი შემთხვევა, სადაც ეჭვი იყო რეინფიცირებაზე, იყო უკუგდებული ჩვენ მიერ. ახლა მიმდინარეობს კიდევ ლაბორატორიული კვლევა, მათ შორის გენეტიკური, მათ შორის რამდენიმეზე, ერთზე უფრო იკვეთება, რომ შეაძლებელია, იყოს, მაგრამ ჯერ ეს დადასტურებული არ არის“,- განაცხადა გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე: ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ დარჩენილ სამ დიდ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა აღდგეს
შემდეგი სტატიამივმართავ რესტორნებს, ნუ გაართულებენ ჩვენს შორის დიალოგს