გამყრელიძე: გაძლიერებული მზადყოფნა აუცილებელია და მომავალი ოთხი თვე ამისთვის უნდა იქნას გამოყენებული

გაძლიერებული მზადყოფნა აუცილებელია და მომავალი ოთხი თვე ამისთვის უნდა იქნას გამოყენებული, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, საჭიროა, რეკომენდაციების დაცვა და ადამიანები არ უნდა „მოეშვან“.

„ადამიანები მოვეშვით და არ უნდა მოვეშვათ. არის ძალიან დიდი შეკრებები, აღნიშვნები დაბადების დღეების, ქორწილების. გთხოვთ, კიდევ ერთხელ დავიცვათ რეკომენდაციები. საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაზე მეორე, მესამე ტალღაზე სერიოზულად მიდის საუბარი. მოგეხსენებათ, ეს რესპირაციული ვირუსი გახლავთ და ნებისმიერი რესპირაციული ვირუსი აქტიურდება ცივი სეზონის დადგომასთან დაკავშირებით. იქნება თუ არ იქნება მეორე ტალღა, უფრო ძლიერი მზადყოფნის რეჟიმი, ვიდრე იანვარში გვქონდა, აუცილებელია. ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ, სერიოზული გამოცდილება მივიღეთ ამ ხუთი თვის განმავლობაში. ეს ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ, რათა მეორე ტალღა თუ იქნება, მომზადებული შევხვდეთ. ადვილად გადავიტანთ ამ მეორე ტალღას და საკმაოდ სერიოზული გამოცდილება შეიძლება გამოვიყენოთ ამისთვის. გაძლიერებული მზადყოფნა აუცილებელია და მომავალი ოთხი თვე ამისთვის უნდა იქნას გამოყენებული. გადამზადება, მარაგების მუდმივი შევსება, ტესტირების გაფართოება, აუცილებელია, რომ მზადყოფნის რეჟიმში ვიყოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიპაატა იმნაძე – სპორტული დარბაზების გახსნას ცოტა დრო კიდევ დასჭირდება, ჯერ შეზღუდვების მოხსნის შედეგები უნდა ვნახოთ
შემდეგი სტატიავაშაძე: ჩვენმა მოკავშირეებმა ნათლად აუხსნეს ქართულ ოცნებას, რომ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების გარდა გამოსავალი არ არსებობს