გამყრელიძე – გადაწყვეტილებებს ჯერ „ნაციონალური მოძრაობა“ იღებდა და შემდეგ აცნობდნენ ბლოკის სხვა წევრებს

გრიგოლ ვაშაძეს მხარს ვუჭერ განცხადების იმ ნაწილში, რომელიც ეხება უცხოელი დიპლომატების წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას პარტიის, ოპოზიციის მხარდამჭერებში. ეს არაფრის მომტანი არ არის, პირიქით, ცუდია ქვეყნისთვის, – ამის შესახებ „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, „ძალა ერთობაშიას“ წევრმა, მამუკა გამყრელიძემ „ნაციონალური მოძრაობიდან“ გრიგოლ ვაშაძის წასვლასთან დაკავშრებით განაცხადა.

მისი თქმით, „გრიგოლ ვაშაძის წასვლა სერიოზული პრობლემა იქნება „ნაციონალური მოძრაობისთვის“.

„ვისაც ცოტა შეხება მაინც აქვს, მან იცის, რომ ელჩი არ არის თავისუფალი ადამიანი და ის თავისი გემოვნებით არაფერს აკეთებს. ელჩი ყოველთვის იღებს მითითებას ცენტრიდან. ამით ჩვენ ვაყენებთ შეურაცხყოფას იმ ქვეყნებს, რომლებმაც ელჩები გამოგზავნეს ჩვენს ქვეყანაში. გრიგოლ ვაშაძის წასვლა სერიოზული პრობლემა იქნება „ნაციონალური მოძრაობისთვის“, საერთოდ ოპოზიციისთვის, რადგან ქვეყანაში დღეს გრიგოლ ვაშაძე აღიქმებოდა, როგორც დაბალანსებული, დაფიქრებული პოლიტიკოსი, რომელსაც შეეძლო, არარადიკალური გზებით მოეძებნა გამოსავალი. ამიტომ, ჩემი აზრით, ის დააკლდება ოპოზიციას. მე „ნაციონალური მოძრაობის“ პერსონალურ საკითხებში ვერ ჩავერევი, არ ვიცი, მათ სტრატეგია აქვთ თუ არ აქვთ. ერთს ვიტყვი, რომ სამწუხაროდ, ბლოკშიც გადაწყვეტილებებს ჯერ „ნაციონალური მოძრაობა“ იღებდა და შემდეგ აცნობდნენ ამ გადაწყვეტილებებს ბლოკის სხვა წევრებს, რაც ჩემთვის მიუღებელი იყო. ეს ბლოკი შექმნილი იყო საპრეზიდენტო არჩევნების წინ და შემდგომ გაგრძელდა საპარლამენტო არჩვნებისთვისაც. როგორი იქნება ამ ბლოკის ბედი მომავალში, უკვე აღარ ვიცი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშილომჯარია – ხელისუფლებას აქვს უნებართვო მშენებლობების დემონტაჟის უფლება, თუმცა დაუშვებელია, აღნიშნული პროცესები ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე განხორციელდეს
შემდეგი სტატიაგირჩი: გამოყრის ნაცვლად, მიწები და შენობები ფაქტობრივ მფლობელებს საკუთრებაში უნდა გადაეცეს