გამყრელიძე: გადამზადების პირველი სერია ჩატარდა 10 კლინიკაში, სადაც „ფაიზერის“ ვაქცინაცია უნდა დაიწყოს

გამყრელიძე აცხადებს, რომ გადამზადების პირველი სერია ჩატარდა 10 კლინიკაში, სადაც „ფაიზერის“ ვაქცინაცია უნდა დაიწყოს.

„ეს გახლავთ თბილისში, ქუთაისში და ბათუმში. პირველი ეტაპზე სადღაც 40-მდე ექიმის, ექთნის გადამზადება დასრულდა. ასევე მიმდინარეობს რეგისტრატურების გადამზადება, რადგან ყველა აცრა შედის იმუნიზაციის მოდულში, ელექტრონულ სისტემაში. ორშაბათიდან ფართოვდება გადამზადების პროცესი, რომელიც 350-მდე ამცრელ კაბინეტს და ამცრელ ადგილს მოიცავს ქვეყნის მასშტაბით, სადაც ძირითადად „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება მოხდება. რაც შეეხება „ფაიზერს“, ეს მოხდება მხოლოდ სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, ჰოსპიტალურ ქსელში. გადამზადება მოიცავს ზოგადად იმუნიზაციის საკითხებს, ცივი ჯაჭვის მოთხოვნების დაკმაყოფილების საკითხებს და ასევე გვერდით მოვლენებზე დაკვირვების საკითხებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე: ორი ტიპის ვაქცინაზეა საუბარი – ეს არის „ფაიზერი“ მეორე კი ​„ასტრაზენეკა“
შემდეგი სტატიაგამყრელიძე: ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია 1 400 000 ვაქცინაზე და ეს გარკვეულად გარანტირებულია