გამყრელიძე: ეპიდსიტუაცია უარესდება, შემთხვევების კლება უახლოესი 3–4 კვირა არ იქნება


ეპიდსიტუაცია საქართველოში, ისევე როგორც მთლიანად მთელს მსოფლიოში, უარესდება, რთულდება სიტუაცია და ეს პროგნოზირებადი იყო. ნამდვილი ე.წ. მეორე ტალღაა მთლიანად მსოფლიოში, მათ შორის ევროპაშიც. ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში გვაქვს შემთხვევების ინტენსიური ზრდა.

დაახლოებით 9 სექტემბრიდან შევედით მეორე ტალღაში. შემთხვევების ზრდა იქნება, შემცირება უახლოესი 3-4 კვირის განმავლობაში ვერ მოხდება. ჩვენ ვცდილობთ, ახალი შემთხვევები ყველა იყოს მართული, ვისაც სჭირდება სტაციონარული მკურნალობა ის იყოს სტაციონარში, დანარჩენები იყვნენ ბინაზე ან კოვიდ სასტუმროებში მკურნალობაზე, იმიტომ, რომ შემთხვევათა 85 -დან 87%-მდე მდე არის უსიმპტომოდ და მსუბუქად მიმდინარე. ”
ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის, ვოლტის და Mastercard-ის ახალი სპეცშეთავაზება Student Card-ის მფლობელებს
შემდეგი სტატიანათია მეზვრიშვილი : ბოლო პერიოდში ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს არ არის საწოლების საკმარისი რაოდენობა, თითქოს ადამიანები არიან სახლებში, კოვიდ-სასტუმროებში და მათ არავინ მკურნალობს, ეს ტყუილია და ემსახურება პანიკის დათესვას