გამყრელიძე: დიდი რაოდენობით გვექნება კუმულაციური ციფრები დადებითი მაჩვენებლებისა

საქართველო კორონავირუსის მეექვსე ტალღის პიკის მოლოდინშია – ეპიდემიოლოგიური მდგომაროება ისევ უარესდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, “ომიკრონის” ცირკულაციის წილი საერთო დადებით შემთხვევებში დღითიდღე მატულობს.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ჯანდაცვის სექტორის გადატვირთვა გარდაუვალია.

“დღევანდელი მონაცემებით, თანდათან მატულობს ომიკრონის ცირკულაციის წილი საერთო დადებით შემთხვევებში. ქვეყნის საშუალოდ 50%-ს, თბილისში 65%-ს და დანარჩენს 30%-ზე ოდნავ მეტს რეგიონებში.

დროის მოკლე მონაკვეთში დიდი რაოდენობით გვექნება კუმულაციური ციფრები დადებითი მაჩვენებლებისა, რა თქმა უნდა მოსალოდნელია გადატვირთვა ჯანდაცვის სექტორის.

არ უნდა დავმშვიდდეთ, როცა ვსაუბრობთ, რომ შედარებით მსუბუქად და შედარებით მოკლე ინკუბაციური პერიოდით, შედარებით ნაკლებია გართულებები ომიკრონის დროს,განსაკუთრებით აცრილებში და ბუსტერიზირებულებში. ამიტომ, ბუსტერიზაცია, სრული აცრა, დისტანციის დაცვა, პირბადის ტარება – თუ ყველაფერს ამას შევასრულებთ, შედარებით ნაკლებ დამაზიანებელი იქნება ეს ტალღა,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიმზექალა შანიძე იუბილარია
შემდეგი სტატიაგია ბუღაძე: სადამდე შეიძლება წავიდეს, ის რაც ხდება კულტურის სამინსიტროს გარშემო და რასაც აკეთებს დღევანდელი ე.წ. კულტურის მინისტრი