გამყრელიძე: დიდი ალბათობით, მასობრივი ვაქცინაცია ივლისის შემდეგ იქნება

“ძირითადი მასობრივი ვაქცინაცია ქვეყანაში იქნება, დიდი ალბათობით, ივლისის შემდეგ”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, “რუსთავი” 2-ის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში არის ყველა ინდიკატორის გაუარესების ტენდენცია.

“ბოლო ერთი კვირის განმავლობაში არის ყველა ინდიკატორის გაუარესების ტენდენცია და ეს პრინციპში პროგნოზირებადი იყო, როდესაც შეზღუდვების დიდი შემსუბუქებები განხორციელდა ქვეყანაში, მაგრამ მესამე ტალღის პრევენციისთვის უფრო მნიშვნელოვანია პირბადის ტარების მაჩვენებლის გაზრდა, დისტანციის მაჩვენებლის გაზრდა, მეტი სანიტარიზაცია ანუ ჰიგიენია და რაც მთავარია, პრევენცია დიდი შეკრებების. რა თქმა უნდა, ვაქცინაციასაც მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ჩვენ ახლა უნდა ვიყოთ ობიექტურები, რომ მარტში, აპრილსა და მაისში იმდენ რაოდენობას ადამიანის ვერ ავცრით, იმიტომ რომ ძირითადი მასობრივი ვაქცინაცია ქვეყანაში იქნება, დიდი ალბათობით, ივლისის შემდეგ, რომელმაც შეიძლება მესამე ტალღა აგვარიდოს”, – განაცხადა გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიმიხაელ გალერი: ეს ადამიანები არიან ციხეში ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობის გამო და ამის დაძლევაა საჭირო
შემდეგი სტატიამიხაელ გალერი: იყო შეთავაზება, რომ ადგილობრივი არჩევნების შედეგები იყოს ინდიკატორი. მე არ ვფიქრობ, რომ ეს კარგი იდეაა