გამყრელიძე: დამერწმუნეთ, ძალიან სწრაფად შევაკავებთ პანდემიას, თუ შევძლებთ დღეში 25 ათასი აცრის გაკეთებას

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პანდემიის შესაკავებლად, აუცილებელია, დღეში 25 000 ადამიანი აიცრას.

“ყველა საფუძველია იმისთვის, რომ მასობრივი ვაქცინაცია იყოს. ივლისთან შედარებით, თითქმის 3-ჯერ გავზარდეთ საშუალო აცრის დღიური მაჩვენებელი, მაგრამ ესეც არ არის საკმარისი. ჩვენ, აგვისტოში გვაქვს 18 ათასამდე დღიური აცრა, საშუალოდ. ამით მაინც არ ვართ კმაყოფილი, სასურველია, როგორმე ავიდეთ 25 ათასზე. თუ შევძლებთ 25 ათასი აცრა ვაკეთოთ დღეში, ქვეყნის მასშტაბით, დამერწმუნეთ, რომ ძალიან სწრაფად შევაკავებთ პანდემიას,”-აცხადებს გამყრელიძე.

banner
წინა სტატიაშიშვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: შვედეთი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას
შემდეგი სტატიაკუჭავა – ოკუპაცია დასრულდება და მომავალი თაობები გამთლიანებულ საქართველოში იცხოვრებენ