გამყრელიძე – დადებითობის მაჩვენებელი რელიგიის მსახურებში 0.8%-ია, ტაქსის მძღოლებში 0.4%

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი რელიგიის მსახურებში 0.8%-ია, ტაქსის მძღოლებში – 0.4%, ბაზრობის მოვაჭრეებში – 0.2%, მოლები და სავაჭრო ცენტრები – 0.2%, სკოლის და ბაღის პედაგოგები – 0.2%.

ქვეყანაში დადებითობის დღიური მაჩვენებელი 1.56%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.58%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.92%.

გასულ დღე-ღამეში ჩატარდა 25 638 ტესტი. გამოვლინდა ინფიცირების 399 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 356 პირი. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 10 პაციენტი.

25 მარტის მონაცემებით, ჯამში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 279 027 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან გამოჯანმრთელდა 271 278 პაციენტი. გარდაიცვალა – 3 732 ადამიანი.

ქვეყანაში ინფიცირების აქტიური შემთხვევაა 3 991, საიდანაც 1 515 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს, 195 – კოვიდ-სასტუმროებში, ხოლო 2 281 – ბინაზე.

კორონავირუსით ინფიცირებული 302 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 86 პაციენტი იმყოფება.

banner
წინა სტატიაშილევან იოსელიანი საქართველოში სომხეთის ელჩს შეხვდა
შემდეგი სტატია25 მარტს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე აღინიშნება