გამყრელიძე: COVID-ზე ვაქცინაცია, დიდი ალბათობით, კანონმდებლობით სავალდებულო არ გახდება

„COVID-ზე ვაქცინაცია კანონმდებლობით სავალდებულო, დიდი ალბათობით, არ გახდება“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ „TV პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, არის რიგი არაპირდაპირი მეთოდები, რომლებიც აიძულებენ ადამიანებს, რომ აიცრან.

„ზოგადად აცრა, გარდა სავალდებულო გამონაკლისი ჯგუფებისა, სავალდებულო არსად არ არის. ადამიანს ვერ დააძალებ, თუ მას არ უნდა აცრა. არის გამონაკლისი ჯგუფები, მაგალითად, ქირურგები, ანესთეზიოლოგები B ჰეპატიტზე აუცილებლად უნდა იყვნენ აცრილი, ეს არის ჩაწერილი სპეციალურ ნორმატიულ ბრძანებაში.ზოგადად სავალდებულო იმუნიზაცია, ეს ბევრჯერ იყო ჩვენთანაც პარლამენტში განხილვის საგანი, როდესაც 2 წლის წინ წითელას ძლიერი ეპიდაფეთქება გვქონდა, მაშინ ასევე განიხილებოდა ეს საკითხი, ამიტომ დიდი ალბათობით, მით უმეტეს რადგან COVID-ის ვაქცინა ახალია, ის კანონმდებლობით სავალდებულო არ გახდება. არის რიგი არაპირდაპირი მეთოდები, რომლებიც აიძულებენ ადამიანებს, რომ აიცრან. მაგალითად, ახლა ბევრმა ავიაკომპანიამ გამოაცხადა, რომ არ გაყიდიან ბილეთებს, თუ ადამიანი ორჯერ არ არის აცრილი. ქვეყნები ტურისტულ საგზურებს არ გაყიდიან, თუ აცრილი არ არის ადამიანი. ამას მე არაპირდაპირი მანდატორიზმი ვუწოდე“, – თქვა გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიროდის აიცრა მეგი ბაქრაძე?! – საქმის ახალი დეტალები
შემდეგი სტატიადანიელსონი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრებს დღეიდან დაიწყებს