გამყრელიძე – ჩვენი წინადადებაა, რომ იანვრიდან სრულად აცრილად ჩაითვალოს არა ორჯერ ვაქცინირებული პირი, არამედ ვისაც ბუსტერ დოზა ექნება გაკეთებული

ჩვენი წინადადებაა, რომ იანვრიდან სრულად აცრილად ჩაითვალოს არა ორჯერ აცრილი პირი, არამედ ბუსტერიზებული, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში მესამე დოზით 54 ათასი ადამიანია აცრილი.

„ომიკრონის“ გავრცელების პრევენციისთვის ბუსტერიზაცია ერთ-ერთ მთავარ დამცველობით მექანიზმად ითვლება. ამიტომ ჩვენი წინადადებაა, რასაც განიხილავს იმუნიზაციის საბჭო, რომ იანვრიდან სრულად აცრილად ჩაითვალოს არა ორჯერ აცრილი, არამედ ვთქვათ, ბუსტერიზებული ადამიანი. ეს რა თქმა უნდა, სწრაფად ვერ მოხდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან მოქალაქეებს მთავარი რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„ომიკრონი“ ჩვენს ქვეყანას გვერდს არ აუვლის და შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება. ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ახალი საფრთხე ნამდვილად არის და საჭიროა, ქვეყანაში დაცული იყოს მთავარი რეკომენდაციები. ასევე აცრების რაოდენობას მაქსიმალურად თუ გავზრდით, მკაცრი შემზღუდავი ღონისძიებების გატარება არ დაგვჭირდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშივერტყვიჭალასთან სამშენებლო კონსტრუქციის ჩამოშლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატიალავროვის განცხადებით, ნატოში “საქართველოს ძალით შეყვანას” ცდილობენ