გამყრელიძე – ჩემი რეკომენდაციაა, რომ შეზღუდვები ყველაზე ბოლოს უნდა შეეხოს სკოლებს

ჩემი რეკომენდაციაა, თუ შეზღუდვები წესდება, სკოლებს უნდა შეეხოს ბოლოს და სკოლები უნდა გაიხსნას ყველაზე ადრე, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, პანდემიის პერიოდში, გარდა იმისა, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობამ განიცადა ყველაზე დიდი ზიანი, ასევე ქვეყნების ეკონომიურმა განვითარებამ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზიანი განიცადა სკოლამ და განათლების სისტემამ.

„საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე იყო სერიოზული ანალიზი გაკეთებული სკოლებთან მიმართებაში. განათლების სამინისტროს მხრიდან მოყვანილი იქნება პროცენტი, რამდენია დღეს ონლაინრეჟიმზე, ძალიან პატარაა ეს პროცენტი. აქედან გამომდინარე, ჩაითვალა საჭიროდ ჯერ ისევ დაკვირვება სკოლებთან მიმართებაში. ზოგადად, მთავარი სლოგანი სხვა სფეროებთან შედარებით სკოლებზე გადაწყვეტილება უნდა იქნას ყველაზე ბოლოს მიღებული და ყველაზე ადრე უნდა გავხსნათ სკოლები. რაც შეეხება უნივერსიტეტებს, ყველა უნივერსიტეტი გახლავთ ავტონომიური უნივერსიტეტი. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა თავად იღებს გადაწყვეტილებას. ჩვენ მხოლოდ რეკომენდაციას ვაძლევთ. ჩემი რეკომენდაცია ყოველთვის იყო, რომ უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები ყოფილიყვნენ აცრილი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე – შემთხვევების 90 პროცენტში ცირკულირებს „ომიკრონის“ შტამი, ორი კვირის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა კიდევ მეტი იქნება
შემდეგი სტატიაშესაძლებელია, დღეს გამოვლენილი 15 ათასი შემთხვევის გარდა, კიდევ ერთი ამდენი ინფიცირებული იყოს, რომლებთანაც ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს – გაბუნია