გამყრელიძე – ბოლო დღეების განმავლობაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უარესდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების ტენდენციაა.

მისივე თქმით, ვირუსის გავრცელების შეკავების გზა არის მასობრივი ვაქცინაცია.

„სამწუხაროდ, ბოლო დღეების განმავლობაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უარესდება. ვიყავით პლატოზე და ერთი კვირაა, ყველა მაჩვენებელი, ინციდენტობის ანუ ახალი შემთხვევების მაჩვენებელი, დადებითობის მაჩვენებელი მიდის ზემოთ. ამის შეკავების ერთადერთი გზა არის მხოლოდ მასობრივი ვაქცინაცია. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ აუცილებლად აიცრან“, – ამირან გამყრელიძე.

banner
წინა სტატიაშითალაკვაძე – ოლივერ ვარჰეიმ ევროკავშირის დროშის აღმართვისთვის კახა კუჭავას მადლობა გადაუხადა
შემდეგი სტატიათბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ანა გოგიშვილის ინვესტორების რეკეტით აყვავებული ყვავილების ბიზნესი